scroll to top

M1

ავტოინსპექტირების ცენტრი შპს ''ქვიქტესტი" ანხორციელებს M1 კატეგორიის ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) ისო/იეკ 17020/2012/2013 სტანდარტის შესაბამისად.

M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება, როგორც: არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

M1 კატეგორიის ავტომობილი, ავტო ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ M1 კატეგორიის ავტომობილი გამოიყენება, როგორც ტაქსი ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტო სატრანსპორტო საშუალება, ავტო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ  თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

გახსოვდეთ: ტექდათვალიერება, ანუ გზისთვის ვარგისიანობაზე შემოწმება გარდა კანონიერი ვალდებულებისა ასევე ემსახურება, როგორც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებას, ასევე ეკოლოგიაზე და გარემოზე ზრუნვას. ამრიგად ავტო ინსპექტირება, არა მხოლოდ მანქანის შემოწმებაა, არამედ თქვენი უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ღონისძიება.

M2

ავტოინსპექტირების ცენტრი შპს ''ქვიქტესტი" ანხორციელებს M2 კატეგორიის ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) ისო/იეკ 17020/2012/2013 სტანდარტის შესაბამისად.

M2 კატეგორიას გაენეკუთვენება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ნებადართული საერთო მასით 5 ტონამდე).

M2 კატეგორიის ავტომობილი ინსპექტირებას (ტექედათვალიერებას) საჭიროებს ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან წელიწადში ორჯერ

N1

ავტოინსპექტირების ცენტრი შპს ''ქვიქტესტი" ანხორციელებს N1 კატეგორიის სატვირთო ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) ისო/იეკ 17020/2012/2013 სტანდარტის შესაბამისად.

N1 კატეგორიას მიეკუთვნება ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება (არაუმეტეს 3.5 ტ-ისა).

N1 კატეგორიის ავტომობილი ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

ფასი: 60 ¢
ფასი: 100 ¢
ფასი: 60 ¢
რეზერვაციის მარტივი და მოსახერხებელი ფორმა
რეზერვაცია