scroll to top
ვაკანსია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ვაკანსია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

11:49 | 27 ნოემბერი, 2018

ქვიქტესტში, ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ვაკანსია გვაქვს! 

 

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი 

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებზე დროულად და ხარისხიანად პასუხის გაცემა;
  • ონლაინ დახმარების (chat) დროულად და ხარისხიანად გაწევა;
  • მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა ხარისხიანად და დროულად; 
  • მომხმარებელთათვის ამომწურავი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული ყველა დავალების დადგენილ ვადებში შესრულება;
  • მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: info@quicktest.ge და პოზიციის დასახელება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში.