საქართველოს მთავრობის დადგენილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექ-ინსპექტირების, კერძოდ კი გამონაბოლქვის შესახებ

საქართველოს მთავრობის დადგენილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექ-ინსპექტირების, კერძოდ კი გამონაბოლქვის შესახებ

16:32 | 23 მარტი, 2020

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექ-ინსპექტირების, კერძოდ კი გამონაბოლქვის შესახებ, რომელიც ძალაში 2020 წლის 1-ლი აპრილიდან შედის 

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №627

2019 წლის 20 დეკემბერი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,7% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.7%;

 

2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,6% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.6%;

 

2022 წლის 1 იანვრის შემდგომ გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%.