საქართველოს მთავრობის დადგენილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექ-ინსპექტირების, კერძოდ კი საჭის მდებარეობის შესახებ

საქართველოს მთავრობის დადგენილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექ-ინსპექტირების, კერძოდ კი საჭის მდებარეობის შესახებ

16:37 | 23 მარტი, 2020

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექ-ინსპექტირების, კერძოდ კი საჭის მდებარეობის შესახებ, რომელიც ძალაში 2020 წლის 1-ლი აპრილიდან შედის

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №627

2019 წლის 20 დეკემბერი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2020 წლის პირველი აპრილიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში.

 

ამ რეგლამენტის დანართ №1-ის 2.2.2 გრაფის „დ“ პუნქტი არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს 2020 წლის პირველ აპრილამდე და დაუფიქსირდათ საჭის მდებარეობის ცვლილება.“.