ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პარამეტრები: გამონაბოლქვი

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პარამეტრები: გამონაბოლქვი

12:46 | 12 ოქტომბერი, 2018

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ავტომობილი რამდენიმე კრიტერიუმით მოწმდება. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გამონაბოლქვში CO-ს მაჩვენებელია.

ბენზინის ძრავიან ავტომობილებში CO-ს მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ესენია:

1. კატალიზატორის არ არსებობა - თუ კატალიზატორიან ავტომობილში კატალიზატორი არის მოხსნილი, ამ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ CO-ს მაჩვენებელი იქნება დასაშვებ ნორმაზე მაღალი.

2. ჰაერის ფილტრი - თუ ჰაერის ფილტრი გაბიდნულია, ძრავს არ მიეწოდება იმ რაოდენობის ჰაერის ნაკადი, რაც ბენზინის სრული წვისთვის არის აუცილებელი, რა შემთხვევაშიც ავტომობილის გამონაბოლქვი არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებს.

3. აალების სანთლები - თუ ნაპერწკალი დროულად არ მიეწოდა ცილინდრს (წვის კამერა), სადაც ხდება ბენზინის აფეთქება, საწვავი რჩება დაუწვავი, რა შემთხვევაშიც გამონაბოლქვში CO-ს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება.

4. ე.წ "ბაბინები" - თუ ბაბინები დროულად არ მიაწვდის აალების სანთლებს ელექტრო იმპულსს, ვერ მოხდება საწვავის სრული წვა, რა შემთხვევაშიც ცილინდრში (წვის კამერა) დაუწვავი საწვავი დარჩება, რაც ასევე CO-ს მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს.

CO-ს მაღალი მაჩვენებელი საზიანოა როგორც ავტომობილისთვის, ისე გარემოსა და თქვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ეს ფაქტორები ძრავის არასტაბილურად (დეტონაციებით) მუშაობასაც იწვევს და ზრდის საწვავის მოხმარებას.

რაც შეეხება დიზელის ძრავიან ავტომობილებს, ავტოინსპექტირების პროცესში, გამონაბოლქვში შთანთქმის კოეფიციენტი შესაძლოა მაღალი დაფიქსირდეს.

რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს დიზელის ძრავიან ავტომობილებში შთანთქმის მაღალი კოეფიციენტი?

1. კატალიზატორი - თანამედროვე დიზელის ძრავიან თითქმის ყველა ავტომობილს აქვს კატალიზატორი, თუმცა მისი არ არსებობის შემთხვევაში სავარაუდოა, რომ კვამლიანობის მაჩვენებელი იქნება დასაშვებ ნორმაზე მაღალი.

2. ჭვარტლის ფილტრი - მისი მთავარი დანიშნულებაა დიზელის ნამწვის გამოყოფა გამონაბოლქვი აირებიდან, რაც უზრუნველყოფს გამონაბოლქვის გაწმენდას. ფილტრის დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია გამონაბოლქვში კვამლიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. 

3. ჰაერის ფილტრი - ჰაერის ფილტრი ისეთივე მნიშვნელოვანი დეტალია დიზელის ძრავიან ავტომობილებში, როგორც ბენზინის ძრავიანი ავტომობილებისთვის. თუ ჰაერის ფილტრი გაბიდნულია, გამონაბოლქვი ამ შემთხვევაშიც არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებს.

4. მფრქვევანა (ე.წ. "ფარსუნკა") - ეს არის დეტალი, რომელიც საწვავს აფრქვევს ცილინდრში. თუ რომელიმე მფრქვევანა დაზიანებულია, როგორც წესი, გამონაბოლქვში კვამლიანობა დასაშვებ ნორმაზე მაღალია.

5. საწვავი - უხარისხო საწვავი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რამაც შესაძლოა ავტომობილის ძრავი მნიშვნელოვნად დააზიანოს. გარდა ამისა, უხარისხო საწვავი აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

გაიარეთ ავტოინსპექტირება ქვიქტესტში და დროულად აღმოაჩინეთ პრობლემა. პრობლემის დროულად აღმოჩენა მნიშვნელოვანია თქვენი ავტომობილის გამართულად მუშაობისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის.  ვიზიტის დასაჯავშნად ესტუმრეთ ლინკს . დამატებითი კითხვებისთვის კი დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 48 00 42