scroll to top
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პარამეტრები: ფარები

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პარამეტრები: ფარები

16:58 | 23 ოქტომბერი, 2018
კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელსაც ავტომობილი ავტოინსპექტირების პროცესისას უნდა აკმაყოფილებდეს, მისი ფარების მდგომარეობაა.

ეს პრობლემას, ძირითადად, მარჯვენა საჭიანი ავტომობილებისთვის წარმოადგენს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ფარების სინათლის ნაკადი და დახრის კუთხე მარცხენა საჭიანი ავტომობილების ფარების სინათლის ნაკადის დახრის კუთხის საწინააღმდეგოა. (ვინაიდან მოძრაობა ხოციელდება საპირისპრო მიმართულებით).

ამის გამო, იმ ქვეყნებში, სადაც საავტომობილო მოძრაობა მარჯვენა მხარესაა (მათ შორის საქართველოში) მარჯვენა საჭიანი ავტომობილის ფარების ნაკადი თვალებში ანათებს მის საპირისპიროდ მიმავალი ავტომობილის მძღოლს, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთი ავტომობილები ინსპექტირების პროცესს წარმატებით ვერ გადიან, თუმცა გამოსავალი მარტივია - სხვადასხვა სერვის ცენტრში შესაძლებელია ფარების რეგულირება და სინათლის ნაკადის სწორედ მიმართვა.

რაც შეეხება, მარცხენა საჭიანი ავტომობილების ფარებს, იმისათვის, რომ მათ წარმატებით გაიარონ ინსპექტირება, საჭიროა მხოლოდ ის, რომ ნათურა არ იყოს დამწვარი ან არ ჰქონდეს მექანიკური დაზიანება.

2018 წლის იანვრიდან დღემდე დაგროვებულმა გამოცდილებამ და სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ იმ ავტომობილთა 91%-ს, რომელმაც წარმატებით ვერ გაიარა ინსპექტირების პროცესი, ფარების დაზიანება ან სხვა ვიზუალური ხარვეზები აღმოაჩნდა.

ვიზუალურ ხარვეზებში იგულისხმება ბზარები მინაზე, ფერის სხვაობა ავტომობილის კორპუსზე და დამწვარი ან დაზიანებული ნათურები.

"ქვიქტესტი" გირჩევთ თავადვე შეამოწმოთ მსგავსი პრობლემები, გამოასწოროთ მცირე ხარვეზები მაქსიმალურად სწრაფად, მცირე დანახარჯებით და შემდეგ გაიაროთ ინსპექტირება, რათა თავიდან აირიდოთ განმეორებითი ინსპექტირება და სხვა დამატებითი პრობლემები.

ავტო ინსპექტირების დასაჯავშნად ესტუმრეთ ლინკს.