scroll to top
ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ქვიქტესტში ვიზიტამდე

ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ქვიქტესტში ვიზიტამდე

16:47 | 22 ოქტომბერი, 2018

ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტი უპირველეს ადგილზე დგას, სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სასურველია "ქვიქტესტში" ვიზიტამდე გაითვალისწინოთ. 

1. მოგეხსენებათ, რომ რეგლამენტით ნებადართული არ გვაქვს ფილიალებში ვიქონიოთ სალარო. თუ მომსახურების საფასურის გადახდა ნაღდი ანგარიშწორებით გსურთ, გთხოვთ თან იქონიოთ თანხა ზუსტი ოდენობით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა და უხერხულობა თანხის დახურდავებასთან დაკავშირებით. აქვე გაცნობებთ, რომ „ქვიქტესტის“ ოთხივე ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა და ღირებულების გადახდა ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით ან ადგილზე, საბანკო  ბარათით, შეგიძლიათ. მომსახურების ღირებულება კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2. გთხოვთ გაითვალისწინოთ ისიც, რომ არ გვაქვს უფლება რეკომენდაცია გავუწიოთ სხვადასხვა პროფილაქტიკურ ცენტრებს, სადაც მომხმარებლები საკუთარი ავტომობილების შეკეთებას შეძლებენ. რეგლამენტის მიხედვით, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ თქვენი ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე და სამწუხაროდ ვერ ვიღებთ მონაწილეობას პრობლემის აღმოფხვრაში.

ძვირფასო მომხმარებლებო, იმედი გვაქვს მაქსიმალურად გაითვალისწინებთ აღნიშნულ ფაქტორებს, რათა სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ მომსახურება.