scroll to top
ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პარამეტრები: ხილვადობა

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პარამეტრები: ხილვადობა

12:51 | 22 ნოემბერი, 2018

ინსპექტირების კიდევ ერთი  უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ავტომობილის ხილვადობა გახლავთ.

იმისათვის, რომ ავტომობილმა წარმატებით გაიაროს ავტო ინსპექტირება (ტექდათვალიერება), ის დაკომპლექტებული უნდა იყოს უკანა ხედვის სარკეებით, აგრეთვე მინებით და მზისგან დამცავი საშუალებებით.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ საქარე მინის ზედა ნაწილში დასაშვებია გამჭვირვალე ფერადი აფსკის (ფირის) დამაგრება სიგანით არაუმეტეს 140 მმ-სა (14 სმ).

M1 და N1 კატეგორიის ავტო სატრანსპორტო საშუალებების უკანა მინებზე ჟალუზებისა და ფარდების არსებობისას აუცილებელია ავტომობილს გააჩნდეს ორივე მხარეს გარეთა ხედვის სარკეები;

ასევე დასაშვებია ფარდები M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების III კლასის ავტობუსების გვერდით და უკანა მინებზე;

ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს საქარე მინის მინასაწმენდებითა და მინამრეცხებით, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ სითხის მიწოდებას მინის წმენდის არეში;

დაუშვებელია:

საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არეში და სარკეებზე ბზარებისა და ლაქების არსებობა;
მძღოლის ადგილიდან ხილვადობის შემზღუდველი დამატებითი საგნების არსებობა;
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით.  (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნუსხა დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ).

რაც შეეხება დამუქებულ მინებს: დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტი ოდენობით;

თქვენი ავტომობილის ინსპექტირების ქვიქტესტის სასურველ ფილიალში გასავლელად ეწვიეთ ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია და დაჯავშნეთ ავტოინსპექტირება სასურველ დროს.